სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არცერთი დაბალქულიანი სკოლაში!“ - კვირიკეს N2 საჯარო სკოლის ემოციური წერილი „ეტალონს“
07-07-2021
-
+


პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკს N2 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.

კვირიკეს N2 საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული არაფორმალური განათლების პროექტბეში, მეგობრობს „ეტალონთან“ და შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ პროექტი მოსწავლთა წინსვლასა და განვითრებას უწყობს ხელს, რასაც ადასტურებს წერილი, რომელიც „ეტალონმა“ კვირიკეს N2 საჯარო სკოლიდან მიიღო და რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

წერილი ეტალონს

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, კვირიკეს N2 საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“, რომელსაც რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სკოლაში ჩატარებული კლასგარეშე მუშაობის შესახებ. გვიყვარს ჩვენი სკოლა, პედაგოგები, სადაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული უფროსსა და უმცროს თაობებს. შესანიშნავი კომუნიკაცია, ურთიერთთანამშრომლობა, წლის დასაწყისში მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მორგებული კლასგარეშე თუ საკლასო ღონისძიებები, ახალი სწავლების სტილი ხელს უწყობს სკოლაში აკადემიური მოსწრების ამაღლებას, თუ სკოლა გასულ წელს რეიტინგით აკადემიური მოსწრებით 7%-ს წარმოადგენდა, წელს სკოლის აკადემიური მოსწრება 1% - ით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო „ახალი სკოლის მოდელის“ სწავლებაში ჩართვამ. კომპეტენტური ტრენერები, კომპეტენტური მასწავლებლები, ურთიერთთანამშრომლობამ მშობლებთან სწავლა-სწავლების საკითხში, ვფიქრობ, მიზანს მიაღწია,  სკოლაში სულ 125 მოსწავლეა. ჩვენს სკოლაში არ არის „ბულინგი“, არც არასოდეს იქნება. ჩვენ ამის გვჯერა.

მიმდინარე სასწავლო წლის ნახევარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. არც აქ მოგვკლებია ყურადღება პედაგოგებისგან. წარმოიდგინეთ, არაფორმალური ღონისძიებებიც კი ჩავაქტარეთ.  ვმუშაობდით პროექტზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ვატარებდით კონკურსს მხატვრულ კითხვაში, გვყავდა გამარჯვებულები  „მკითხველის თეატრში“ ვირგებდით როლებს  წარმოვადგენდით სცენებს შესწავლილი ნაწარმოებებიდან, ვატარებდით ვიქტორინას. ჩატარდა ესეების კონკურსი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებულები.  სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო ტელეკონკურსში „ფერადი ზამთარი“,  სადაც გამარჯვებულთა შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები დასახელდნენ სალომე მახარაძე და ნინო მუშამბაძე. მათ საპრიზო III ადგილი დაიმსახურეს.  იანვრიდან ჩვენი სკოლის ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. სწავლებას მეტი ელფერი მიეცა. რეგულაციების დაცვით ტარდებოდა ღონისძიებები: „დედამიწის ზეიმი“ , „დავითობა“ , „26 მაისი“ - დამოუკიდებლობის დღე. დამზადდა ხელთნაწერი წიგნები, მოსწავლეთა ესეების, ჩანახატების, ლექსების საფუძველზე შეიქმნა. გამოიცა გაზეთი „ადამიანი  გაზეთის სვეტში“  წიგნებს აფორმებდნენ და კინძავდნენ ყველასგან გამორჩეული მე-10 კლასის მოსწავლეები. 
აღინიშნა, რეგულაციების დაცვით, როგორც „ბოლო ზარი“ ასევე „გამომშვიდობება ანბანთან“. როცა ერთად ვართ და ვგრძნობთ თანადგომას ყველასგან: სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, არაფრის გვეშინია. ჩვენ ვცხოვრობთ და საქართველოც იცოცხლებს საუკუნეებში.  გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი გაინტერესებთ. 

p.s მაპატიეთ, ჩემს ბებერ სკოლას  „რემონტი“ უტარდება, გადაიხურა ჭერი, მოეწყო ტუალეტები, გაჰყავთ ახალი სადენები, იცვლება ელექტროობა, მოხდა სკოლის გაზიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს გათბობის მოგვარებას, მალე სკოლის ინტერიერიც და ექსტერიერიც შეიცვლება: მოეწყობა ეზო, გაიღებება სკოლის შენობა, იმედია კომპიუტერებსაც შემოიტანენ. 
ჩვენ კი პირობას ვიძლევით: „არც ერთი დაბალქულიანი სკოლაში!“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინიციატივა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში უცხოური ენობრივი კომპეტენციების ამაღლებასა და ლიტერატურული ანალიზის საფუძველზე კრიტიკული აზროვნების განვითარებას

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება