სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბრიტანელი მხატვარი ბინძურ მანქანებზე ჭუჭყისგან ნახატებს ქმნის
11-01-2018
-
+


ბრიტანელი მხატვარი ჯეიმს გიბსონი დაბინძურებულ მანქანებზე ჭუჭყისგან ნახატებს ქმნის. ორიგინალური ნამუშევრების შექმნას ხელოვანი რამდენიმე საათს ანდომებს. მხატვრის შემოქმედების შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს.

როგორც ჯეიმს გიბსონი ამბობს, ეს საქმე დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ რვა ნამუშევარი შექმნა. ნახატებზე ცნობილი ადამიანების პორტრეტები და ფილმებიდან კადრებია აღბეჭდილი.

„თავიდან ამ საქმით უბრალოდ სტრესის მოხსნა მსურდა და ეს მართლაც დამეხმარა. როდესაც საქმეში ვარ, სხვა დანარჩენს მთლიანად ვივიწყებ,“ - აღნიშნავს მხატვარმა. 

ჯეიმს გიბსონი თითებით ხატავს, მუშაობისას ასევე იყენებს მაკიაჟის ღრუბელს, მუყაოს ძველ ნაჭრებს და კბილის საწმენდ ჩხირებს.

„ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მულტფილმები, სკოლაში გრაფიტმა გამიტაცა, მაგრამ ამ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ყოველთვის მინდოდა მხატვრობაში დაბრუნება. ერთ დღესაც მანქანაზე პირველი ნახატი შევასრულე, ასე დაიწყო ყველაფერი და გრძელდება,“ - ამბობს მხატვარი.

იხილეთ ჯეიმს გიბსონის ნამუშევრები:











კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება