სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„გამოცდაზე მიღებულ სერტიფიკატს ზურგს, საგნის უმაღლესი განათლების დიპლომი უნდა უმაგრებდეს“ - ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორი ილია ვადაჭკორია
05-07-2021
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში დირექტორი ილია ვადაჭკორია სასწავლო წელს etaloni.ge-სთან აჯამებს. რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას ილია ვადაჭკორია ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს.

როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
 - უმთავრესი გამოწვევა პანდემიის პირობებში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან დისტანციური მუშაობის სრულყოფა იყო. წინა წელთან შედარებით 2020-2021 სასწავლო წელს გაცილებით ადვილად გავართვით თავი. სხვადასხვა მოსახერხებელი პლატფორმები გამოვიყენე კომუნიკაციისთვის.

რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
 - მშობელთა ჩართულობის მხრივ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვანი ძვრები არ ყოფილა.

რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
 - გამოცდებზე პირველი მტერი ნერვიულობა და იმის შიშია, რომ ჩაჭრის შემთხვევაში სკოლას გამოემშვიდობებიან. გამოცდას უნდა შეხედო, როგორც სახალისო გამოწვევას, რომელსაც აზარტით უნდა მიუდგე. გამოცდებს მივესალმები. მასწავლებლობა ნიშნავს მუდმივ ძიებასა და ახლის შექმნას, შესაბამისად კომპეტენციის დადასტურება და ახალ მოთხოვნებთან შეგუება მასწავლებლის მხრიდან აუცილებლად მიმაჩნია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდაზე მიღებულ სერტიფიკატს ზურგს უნდა უმაგრებდეს შესაბამისი საგნის უმაღლესი განათლების დიპლომი. არ მომწონს ერთ კრედიტიანი და ოთხკრედიტიანი სისტემა. ეს სისტემა პროფესია მასწავლებლისთვის ტალახის სროლას ჰგავს და თან სამარეს უთხრის მომავალ თაობას. მასწავლებელმა 61% მაინც უნდა გადალახოს (როგორც ადრე იყო) 


როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?
 - დღევანდელი ახალგაზრდები უფრო პრაგმატულები არიან, ვიდრე ჩემი დროის თაობა, მათ ასაკში. ჩემი მოსწავლეების დიდ ნაწილს ექიმობა სურს. 

პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- შეიძლება სადღაც სიმართლეა ის, რომ შესაძლოა ერთი დღის გამო (მაგ: 16 სექტემბერს დაბადებული) მთელი წელი მოუწიოს მოცდა ბავშვს, მაგრამ რაც უნდა კანონი შემოვიღოთ მსგავსი პრობლემა მაინც იქნება. მაგ: 20 ოქტომბრამდეც რომ გადაიწიოს თარიღმა, ვიღაც მაინც გამოჩნდება ვინც 21 ოქტომბერს იქნება დაბადებული. თუმცა შესაძლოა ინდივიდუალური მიდგომაც ჩაერთოს საქმეში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება