სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ალუდას არ ჰქონდა ისეთი დაპირისპირება თემთან, როგორც მე იმ კალამთან“ - აბიტურიენტები საწერი კალმების ხარვეზზე ჩივიან
03-07-2021
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები უკმაყოფილებას განსაკუთრებით საწერი კალმების შესახებ გამოხატავდნენ.

მათი თქმით, სპეციალური კალმები, რომელითაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს გამოცდის დასაწერად აძლევს, კარგად არ წერს, რაც მათთვის დამატებითი დისკომფორტი იყო.

„ზუსტად 8 პასტა გამოვცვალე დღეს და მაინც არც ერთი არ წერდა ნორმალურად. ცალკე პირბადე და სიცხე ემატებოდა. პასტის გაუმართაობამ სულ ამრია და ძალიან დიდი დრო წამართვა. როდის უნდა მოაწესრიგონ ეს ყველაფერი? - აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ ამდენ რამესთან ერთად პასტაც კი არ წერს ნორმალურად. მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ დღეში. სრული განუკითხაობაა“, - აღნიშნავს აბიტურიენტი.

კალმების პრობლემა იყო ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრშიც.

„კალამი 4-ჯერ გამოვცვალე და ბოლოს დამკვირვებელმა შენშია პრობლემა ბავშვები წერენო. ძლივს წესიერი მომცეს და დაწერა“, - ამბობს უკმაყოფილო აპლიკანტი.

„5-ჯერ გამოვცვალე კალამი. ბოლოს დამკვირვებელი სასწაულ რჩევებს მაძლევდა კალამი დაასვენე და დაწერსო“, - აღნიშნა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.

გელიანი კალმების ხარვეზებზე გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები სოციალურ ქსელშიც წერდნენ:

„ალუდას არ ჰქონდა ისეთი დაპირისპირება თემთან, როგორც მე იმ კალამთან“.

„რაღაცნაირად ვარ, თან კმაყოფილი ვარ, თან - არა, თან მეტი შემეძლო, თან ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე, თან ვნერვიულობ, თან - არა, თან გრანტს ველი, თან - არა და ეს პასტა თან წერდა, თან არააა, დამაგლიჯა ნერვები“.

„ხუთჯერ გამოვცვალე და მაინც ყველა ჭედავდა. ნახევარი საათი მგონი მაგ კალმის ქნევაში დავხარჯე“.

„ჩემი კალამი ბოლომდე კარგად წერდა, არანაირი ხარვეზი არ ჰქონია, თუნდაც წამიერად შეეჩერებინა წერა.  ჩემს სექტორში რომ ყველამ გამოცვალა, შემრცხვა და მეც მაგიტომ შევცვალე“.

თქვენც შეგიქმნათ პრობლემა საგამოცდო კალამმა?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება