სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ბენიძე წერილის წერის კონკურსში მონაწილეობისთვის დასაჩუქრდა
02-07-2021
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ლიდერმა მოსწავლემ ალექსანდრე ბენიძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საფოსტო კავშირის/Universal Postal Union/ წერილის წერის საერთაშირისო კონკურსში.

23 ივნისს ალექსანდრემ საქართველოს ფოსტისგან სერტიფიკატი, ეკომეგობრული ჩანთა და სათამაშო მიიღო.

„2021 წლის საკონკურსო თემა იყო - მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს, შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით.

„ალექსანდრე ბენიძემ კონკურსის თემატიკის და წესების გათვალისწინებით მისწერა წერილი საზღვარგარეთ მყოფ ახლობელს, რომელიც წლებია არ უნახავს და რომ არა პანდემია შეძლებდა მასთან საინტერესოდ დროის გატარებას. ასევე წერილში წერს, თუ როგორ იცავს პირად ჰიგიენას, როგორ წესები და რეგულაციებია სკოლაში პანდემიასთან დაკავშირებით.

კონკურსი „საქართველის ფოსტის“ ორგანიზებით და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანს წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება, და წერილობითი ურთიერთობის წახალისება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება