სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩემი შვილი საგამოცდო ტესტს სახლშიც პირბადით წერდა“​ - გულშემატკივრები საგამოცდო ცენტრებიდან
01-07-2021
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტების გულშემატკივრების გარეშე წარმოუდგენელია. გამოცდის საწერად შესულ აბიტურიენტებს გარეთ მშობლები, ნათესავები და მეგობრები გულშემატკივრობენ და ეს  ტრადიცია ვერც პანდემიამ შეცვალა.

N173 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივრები მეტნაკლებად იცავენ დისტანციას, თუმცა უკმაყოფილებას არარსებული ინფრასტრუქტურის გამო გამოთქვამენ. მათ არც გამოცდაზე პირბადეების კეთების ვალდებულება მოსწონთ.

„სკამები მაინც რომ იყოს გარეთ, ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, 2-3-4 საათი ფეხზე დგომა ძალიან ძნელია, მესმის რომ ვითომ დიდები არიან და ახლანდელი მიდგომით არც გამოცდაზე გამოყოლა უნდათ, მაგრამ მშობლები ვართ, ვნერვიულობთ და გვინდა ახლოს ვიყოთ. გარე ტერიტორიაზე, რომ რამდენიმე სკამი დადგან და გაგვითვალისწინონ ძალიან კარგი იქნება“,- გვითხრა აბიტურიენტის მშობელმა.

„კარგია რომ სკოლებში ტარდება გამოცდები და ბავშვებისთვის ასე თუ ისე ნაცნობი გარემოა. მახსოვს უფროსმა შვილმა გამოცდა მაღლივში ჩააბარა, ცალკე გარემოს გამო, ნერვიულობდა ცალკე გამოცდის. თან სკოლებში ინფრასტრუქტურაც უფრო მოწესრიგებულია, მაგრამ ამ პირბადით ჯდომა რა აუცილებელია ვერ ვხვდები. ისედაც სტრესი აქვთ, ცხელა და კიდევ გაგუდულები პირბადეებში, რას იზამენ არ ვიცი“,- გვეუბნება გულშემატკივარი.

პირბადის დისკომფორტის მოსაგვარებლად, ზოგმა თადარიგი ადრე დაიჭირა: 

„ჩემი შვილო სახლში ვარჯიშობდა, საგამოცდო ტესტს ბოლოს, სახლშიც პირბადით წერდა რომ შეჩვეულიყო“,- გვითხრა გამოსაცდელის მშობელმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია დაიწყო. აბიტურიენტებისთვის გამოცდა 3 საათი და 45 წუთი გაგრძელდება და 18:45 წუთზე დასრულდება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება