სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაგვიანებული აბიტურიენტის გამოცდაზე დაშვების ფაქტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარყოფს - etaloni.ge-ს ფოტოფაქტი აქვს
01-07-2021
-
+


N175 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ორმა აპლიკანტმა დაიგვიანა. მათგან ერთი, რომელიც 2 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა, გამოცდაზე შეუშვეს. აღნიშნულ შემთხვევას etaloni.ge-ს ჟურნალისტი ადგილზე შეესწრო. 

თუმცა ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ფაქტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უარყვეს და განაცხადეს, რომ  აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში ზუსტად 9 საათზე მივიდა.

„გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს საგამოცდო ცენტრში დაგვიანებით მისული აბიტურიენტი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდაზე დაუშვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

აბიტურიენტი 175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე შევიდა ზუსტად 09:00 საათზე, რის შემდეგაც დასრულდა აბიტურიენტების მიღება. ზემოხსენებული გამოსაცდელისგან განსხვავებით გამოცდაზე არ დაიშვა ის აბიტურიენტი, რომელიც ამავე საგამოცდო ცენტრში დაგვიანებით - 09:10 წუთზე გამოცხადდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოსაცდელებს, დაკვირვებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და დროულად გამოცხადნენ გამოცდაზე“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

განცხადების პარალელურად გვინდა მკითხველს მივაწოდოთ ინფორმაცია, და კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ, რომ აპლიკანტი, რომელიც „ნაეკის“ თქმით, საგამოცდო ცენტრში ზუსტად 9 საათზე მივიდა, ჩვენმა ჟურნალისტმა ცენტრის შესასვლელში 09:01 წუთზე დააფიქსირა და აღნიშნულის დრო ფოტოსურათზე მითითებულ თარიღზეც ნათლად ჩანს:   




იხილეთ ასევე:

საგამოცდო ცენტრში ორი აბიტურიენტი დაგვიანებით გამოცხადდა, ერთი შეუშვეს, მეორე - არა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება