სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ძირითადად, მორფოლოგიური, თუმცა სინტაქსური შეცდომებიც იყო“ - აბიტურიენტების შეფასებით, ქართულის გამოცდა მარტივია
01-07-2021
-
+

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები, ტესტს მარტივად აფასებენ. მათი თქმით, საწერი თემები საინტერესო იყო და არც ტექსტის რედაქტირება გასჭირვებიათ.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ რთული იყო. უცხო თემად რევაზ ინანიშვილის „ჩვიდმეტი წლისანი“ მოვიდა, ხოლო მეორე ტექსტი, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“. მე ინანიშვილის ნოველა დავწერე, ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება ტექსტის რედაქტირებას, ძირითადად, მორფოლოგიური შეცდომები იყო, თუმცა სინტაქსური შეცდომებიც იყო. ბიოგრაფიული ტექსტი მოვიდა“,- გვითხრა აპლიკანტმა.

არგუმენტირებული ესეს თემით განსაკუთრებით კმაყოფილია კიდევ ერთი აპლიკანტი: 

„ძალიან მომეწონა ესეს თემა, ვთვლი, რომ დღეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევის წინაშეა მსოფლიო ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენების კუთხით. უნდა დაგეწერა რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსები და როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად. ფიქრობ, ძალიან კარგად იყო ესე შერჩეული. რაც შეეხება თემებს, წერეთლის „გამზრდელი“ და ინანიშვილის „ჩვიდმეტი წლისანი“ იყო. ამ ორიდან უნდა დაგეწერა ერთ-ერთი. მე გამზრდელი დავწერე“ -, გვითხრა 175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ქართულის გამოცდა პირველი საათისთვის დასრულდება, მეორე სესიაზე რეგისტრაცია კი აბიტურიენტებისთვის 14:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება