სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდები 2021 დაიწყო - საგამოცდო ცენტრები 8 საათზე გაიხსნა, აბიტურიენტები რეგისტრაციას გადიან
01-07-2021
-
+


2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. რეგისტრაცია 08:00 საათიდან მიმდინარეობს და 9 საათზე დასრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში შედიან. ისინი დისტანციის დასაცავად, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგანან. 

დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ოსურ და აფხაზურ ენებში დაწერენ. გამოცდა 09:00 საათზე იწყება და 13:00 საათზე დასრულდება. 

გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 25 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო. 

ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან, პანდემიის გამო წელს დამატებითი წესები მოქმედებს.
საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან დაწყებული მთელი ტესტირების განმავლობაში უნდა ეკეთოთ. კონდიციონერი ოთახებში 30 გრადუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება. 

იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:

1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;

6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;

12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება