სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი საათის შემდეგ აღარ შეუშვებენ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრში - გაფრთხილება აპლიკანტებს გორგოძისგან
30-06-2021
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება. აბიტურიენტებმა საგამოცდო ცენტრში მისვლამდე უნდა ამობეჭდონ საგამოცდო ბარათები და ყურადღება მიაქციონ: მისამართს, თუ სად უტარდებათ გამოცდა და რეგისტრაციის დროს, რათა დროულად გამოცხადდნენ ცენტრში. 

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძის განცხადებით, შარშანდლისგან განსხვავებით წელს ორი სესიაა - დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც ერთი საათი გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდა დილის სესიაზე - 09:00 საათზე, ხოლო შუადღის სესიაზე 15:00 საათზე დაიწყება. 

მნიშვნელოვანია აბიტურიენტებმა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ გამოცდის დაწყების შემდგომ ისინი საგამოცდო ცენტრში ვეღარ შევლენ და გამოცდას ვერ დაწერენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტი ავტომატურად მოიხსნება ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან. 

სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტმა საგამოცდო სივრცეში არ უნდა შეიტანოს აკრძალული ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობები, რაც მათი გამოცდიდან მოხსნის საფუძველი გახდება.

„აბიტურიენტები კარგად უნდა დააკვირდნენ საგამოცდო ბარათს, რომ ზუსტად ნახონ მისამართი და ცენტრში გამოცხადების დრო. წელს გვაქვს ორი სესია შარშანდლისგან განსხვავებით. ამიტომ, სხვადასხვა დრო არის რეგისტრაციის. დილის 8:00 საათი და შუადღისას, 14:00 საათი.

მან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და საგამოცდო ბარათი. უნდა მოვიდეს პირბადით და ის გამოიყენოს მთელი მუშაობის განმავლობაში. შეუძლია თან იქონიოს შავი საწერი კალამი და წყალი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნივთი, რასაც მოიტანს, ეს იქნება ტელეფონი თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობა, აუცილებლად ჩააბაროს გარდერობში.

შევახსენებ მათ, ტელეფონის ან ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, ან ნებისმიერი მასალის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც შეიძლება დამხმარე მასალად ჩაითვალოს, სამწუხაროდ, გაფრთხილების გარეშე მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან",- განაცხადა გორგოძემ.

იხილეთ ასევე: ფოტოები საგამოცდო სექტორებიდან: ნახეთ განსხვავებული ოთახები აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

რა უნდა იქონიოთ გამოცდაზე, რა შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას და მოიხსნებით ტესტირებიდან - „ნაეკი“ აპლიკანტებს აფრთხილებს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება