სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შემოტანილი სათამაშოები ლაბორატორიულად და ვიზუალურად შემოწმდება - რეგლამენტში ცვლილება დღეს შევიდა
01-07-2021
-
+


სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი იცვლება, რომლიც სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას ითვალისწინებს.

დოკუმენტაცია ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას  - ქიმიური შემადგენლობას, ფიზიკური მახასიათებლებს - რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.). გარდა ამისა, იმპორტიორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

ტექნიკურ რეგლამენტს დაემატა მეორეული სათამაშოების განსაზღვრებაც - მათზე სავალდებულოა მეორეულობის დამადასტურებელი და სატრანსპორტო დოკუმენტების წარმოდგენა. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელიც შესაძლებელს გახდის თითოეული მეორეული სათამაშოს იდენტიფიცირებას. ასევე პროდუქტზე დაიტანოს მეორეული სათამაშოს სასაქონლო პარტიის ნომერი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) თარიღი, ასევე საკუთარი დასახელება და მისამართი.

სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა ითვალისწინებს დოკუმენტურ, ასევე ვიზუალურ და ლაბორატორიულ შემოწმებას. დოკუმენტური შემოწმებისას გამყიდველი ვალდებულია, წარმოადგინოს სათამაშოს უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი; მწარმოებლის სახელი, სავაჭრო ნიშანი და სახელი და მისამართი, დაკმაყოფილებული სტანდარტების შესახებ მითითებები, წარმოებისას ხარისხის კონტროლში მონაწილე შემფასებელი ორგანოს (მესამე პირი) აღწერა, მოხმარებისას/თამაშისას უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები, ტექნიკური დოკუმენტაცია: (მასალების ჩამონათვალი, ხარისხის დაცვის სისტემური შემოწმების და გამოცდების შედეგები), მიკვლევადობის ინფორმაცია, გამაფრთხილებელი მითითებები და ნიშნები.

დოკუმენტური შემოწმების გარდა, მიღებული ინფორმაციის ან რისკის ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ხორციელდება ვიზუალური და ლაბორატორიული ექსპერტიზაც.

უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციურ საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება