| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„იზოლაციისა და კარანტინის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით - „ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, პირის კოვიდინფიცირების შესახებ ინფრომაციას აწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თუმცა კონფიდენციალობა მაქსიმალურად დაცულია და ნაეკს უფლება აქვს, ცენტრისგან ყოველდღიურად გამოითხოვოს ინფორმაცია, ვის დაუდასტურდა კოვიდი გამოცდამდე:
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში“.
ცვლილება ეხება საკარანტინე სივრცეში მყოფ აპლიკანტებსაც - მათ გამოცდამდე 72 საათით ადრე პჯრ-ტესტი უნდა ჩაიტარონ და გამოცდაზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდებიან.
„თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად