| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა მოსწავლისთვის საბოლოო ნიშანი მასწავლებელმა შვებულებაში გასვლამდე უნდა დაწეროს - აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიმარტეს.
„სემესტრის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში მასწავლებლებს უკვე მზად აქვთ საბოლოო ნიშნები. რაც შეეხება ექსელის ფაილს, სკოლებს სასწავლო წლის დასრულებამდე გადაეგზავნათ დოკუმენტი და ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ფაილზე მუშაობა“, - აღნიშნავენ უწყებაში.
თუმცა, სამინისტროში ამბობენ, რომ გამონაკლისის სახით, არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც საბოლოო ნიშანი ამ დრომდე არ აქვთ. აღნიშნულ კატეგორიას ის მოსწავლეები მიეკუთვნებიან, რომლებსაც ნიშნის გამოსწორება სჭირდებოდათ და ამ მიზნით შემაჯამებელი წერეს ან სხვა ტიპის აქტივობები ჩაატარეს.
„სანამ შვებულებაში გავლენ მასწავლებლები, მანამდე უნდა დაწერონ ამ მოსწავლეებისთვის სემესტრული ნიშანი, თუმცა ეს არის ერთეული შემთხვევები. ძირითადად მოსწავლეებს უკვე აქვთ საბოლოო ნიშნები“, - გვითხრეს სამინისტროში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად