სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კოსმიური შტორმი იწყება - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებით გაუჭირდებათ
28-06-2021
-
+


დღეიდან დედამიწა შედის უარყოფით ველში, რაც კოსმიურ შტომს მოასწავებს. წინა შეცდომები ახლა ჰპოვებს გამოძახილს, ამიტომ ყურადღებით იყავით. 

15 ივლისამდე პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ზოდიაქოს ყველა ნიშნისგან. 

გარდა ამისა, ვენერა გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში.

ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის: 

ვერძი: ენერგოტონუსი ეცემა, გაუფრთხილდით თავს, მეტი დასვენება და სარისკო მოქმედებებთან სიფრთხილე გმართებთ. სერიოზული შეცდომის დაშვების მაღალი რისკია. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საოჯახო ურთიერთობებსა და საქმეებს.

კურო: თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომაც მდგრადი ხართ. თუმცა შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიიღოთ, ყველაფერი გადაამოწმეთ.

ტყუპები: მთავარი პრობლემა გაქვთ ფინანსებთან, არავითარი ხარჯი და კაპიტალდაბანდება არ დაგეგმოთ, ეს პრობლემებს მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციის დაგროვებას და გაანალიზებას, რომელიც 15 ივლისის შემდეგ მოგცემთ იდეების რეალიზების საშუალებას.

კირჩხიბი: აქტიური, წარმატებული, შარმიანი ხართ და იღბლიანობა გემატებათ. მაგრამ თქვენი წყალქვეშა დინებაა, რომ იმდენად დიდი ენერგია გაქვთ, ეს შეიძლება არასასურველი პრობლემების საწინდარი გახდეს. ენერგია გადადის ეგოიზმში, ბრძანებით კილოში, რაც ცუდი იქნება თქვენთვის.

ლომი: ყველაზე ცუდი პერიოდი გაქვთ. ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები და პრობლემები იჩენს თავს. გაუფრთხილდით თავს და მშვიდად გაიარეთ ეს დრო. დაიცავით საიდუმლოები.

ქალწული: შრომისუნარიანი აქტიური, ინიციატივიანი ხდებით. ეს კარგია, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, თუ ბიზნესში ხართ ჩართული. შეცდომის დაშვების ალბათობა მაღალია. შეიძლება თქვენმა პირდაპირობამ პრობლემები შეგიქმნათ, დიპლომატია გჭირდებათ.

სასწორი: თქვენი ენერგოტონუსი ეცემა, ადვილად გადაიღლებით. ურთიერთობა მოგიწევთ ხელმძღავნელებთან, რამაც შეიძლება დაძაბოს სიტუაცია. ეს კი კარიერული წინსვლის შეფერხების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

მორიელი: ფავორიტი ხართ ამ პერიოდის. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. შესაძლებლობები საკმაოდ კარგი გაქვთ. თუმცა შეიძლება უცბად შეიცვალოს მდგომარეობა სამსახურში, იყავით ცვლილებებისთვის.

მშვილდოსანი: რთული პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი ეცემათ, ფარული მტრები გემატებათ. შეიძლება სერიოზულ გარჩევებში აღმოჩნდეთ, რასაც არ გირჩევთ. ყველაფერი გადაამოწმეთ, ახალი საქმე არ დაიწყოთ.

თხის რქა: შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული და მომთმენი ხართ, ეს ხელს გიწყობთ იდეების რეალიზებას. თუმცა თუ ხართ ბიზნესში ჩართული, მაშინ უსიამოვნების ალბათობა მაღალია. ოჯახშიც დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოთ.

მერწყული: საკმაოდ რული პერიოდი გაქვთ. ძალიან კრიტიკული ხდებით და სხვებიც გაკრიტიკებენ, ეს პრობლემებს მოგიტანთ. ხასიათის ცვალებადობა იჩენს თავს, თქვენი იდეები არ ჰპოვებს აქ წარმატებას. დაისვენეთ და უნდობლობას ნუ გამოავლენთ ახლობლების მიმართ. ტაიმ-აუტი აიღეთ საქმეში და ცხოვრებაში.

თევზები: წარმატებული ნიშანი ხართ - შარმიანი, ენერგიული, რომანტიკული, ინიციატივიანი. შეგიძლიათ იდეების ფორსირება. პირად ურთიერთობაში გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ ეჭვი გეპარებათ რამეში, აუცილებლად გადაამოწმეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება