სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კახეთში მასწავლებელთა აღიარების რეგიონალურ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები გამოვლინდნენ
28-06-2021
-
+


2021 წლის 24 ივნისს კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში  მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: 

კახეთის რეგიონის  საუკეთესო მასწავლებელი კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) სწავლებაში  - მარეხი დიდებაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ.გომბორის საჯარო სკოლის მასწავლებელი
კახეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში  -  თამარ კაპანაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ვარდისუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი. 

წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში საუკეთესო მშობლიური ენისა და მათემატიკის მასწავლებლებს გამოავლენს. 

რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ. 

კითხვისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში გამოვლინდებიან. იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში კონკურსი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით ტარდება. 

საკონკურსო ჟიურის წევრები იყვნენ:

  • შალვა ამონაშვილი, დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი;
  • სიკო ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • მეგი კავთუაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, მშობლები განათლებისთვის; 
  • ზურაბ ვახანია, განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფიზ.-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
RTI-ს შესახებ: RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით.  პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება