სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“ - პრემიერმა სკოლებზე, პროფესიულებსა და უმაღლესებზე ისაუბრა
25-06-2021
-
+


„ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არამხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას.

პრემიერმა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმის მიზანი, რა თქმა უნდა, არის სისტემური განვითარება. განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა აისახება 10 წლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად შემუშავდა განსხვავებული სასწავლო პროგრამა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად.

ასევე გეტყვით, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ 174 ახალი საჯარო სკოლა და სრულად რეაბილიტირდა 57 სკოლა. პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესი იყო ნაწილობრივ დისტანციური. ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით არამხოლოდ კარგად გავართვით თავი ამოცანას, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით.

პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელდა მასშტაბური რეფორმა და ეს პროცესი გრძელდება. სისტემა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტს. განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციების მოდერნიზაცია. მომზადდა შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელთა კორპუსი, შეიქმნა სასწავლო კორპუსი და პროფესიული განათლების სისტემა გახდა უფრო მოქნილი და მოერგო ყველა დაინტერესებული პირის საჭიროებას. ზრდასრულებისთვის შეთავაზებულია, მოსამზადებელი პროგრამები სწრაფი დასაქმების ხელშეწყობა, მოეწყო ინფრასტრუქტურა და ეს ყველაფერი გრძელდება, პროფესიული პროგრამები ხელმისაწვდომი გახდა ყველა რეგიონში ყველა და  მუნიციპალიტეტში უნდა იყოს პროფესიული სასწავლებელი. ეს არის ჩვენი მიზანი.

პანდემიის პირობებში უნივერსიტეტებმა გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაცია და სტუდენტებისთვის საფასურის გადახდის გადავადება ან მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

იხილეთ ასევე: მასწავლებლების ანაზღაურება 2 200 ლარს გადააჭარბებს - პრემიერი ხელფასების ზრდაზე


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება