სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირბადის ტარებაზე დაჯარიმებულები თანხას აღარ გადაიხდიან
24-06-2021
-
+

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

„დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში კარგად გვესმის, რომ ჩვენი არაერთი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა და ძალიან რთული წელი იყო 2020 წელი. ეს სახდელები მათთვის იყო მძიმე ტვირთი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობებული. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება