სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა
24-06-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის სკოლამ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და უამრავი გამოწვევების მიუხედავად, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა.

როგორც  სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი აქტივობა:

1. „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - სპორტის და ხელოვნების მასწავლებლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება მე-7-8-9 კლასებში;
2. „წიგნის კითხვის დღე“  - ბიბლიოთეკის და ქართული ენის მასწავლებელთა მიერ დაგეგმილი წიგნის კითხვის დღე;
3. „პლანეტა დედამიწა და ჩვენ მისი ბინადრები“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა პროექტი (საგანი გეოგრაფია);
4. „ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა“ - მინი ლექცია და ნახატების გამოფენა (საგნები ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია);
5. „ვირტუალური მოგზაურობა მუზეუმში“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი გეოგრაფიაში;
6. „ნაადრევი ქორწინება“ - პროექტი მე-9-10-11 კლასებში (საგანი სამოქალაქო განათლება);
7. „ჩოვიდ-19" - რეკურსით მოცემული მიმდევრობა - სასკოლო ღონისძიება. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
8. „განტოლება და ჯარიმის გადახდის წესში პროცენტის გამოთვლა“  - პროექტი - მე-9 კლასი (საგანი მათემატიკა);
9. „კონსტიტუცია-100“ - მე-10-11 კლასის მოსწავლეთა პროექტი (საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება);
10. „22 აპრილი - დედამიწის დღეა“ - მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, პოსტერების დამზადება, სკოლის ეზოს დასუფთავება; 
11. ხელნაკეთი ნივთები და ნახატები - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი;
12. „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ - მე-9-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი (საგნები: ხელოვნება, გეოგრაფია, ისტორია);
13. „ვეფხისტყაოსნის მხატვრული სამყარო“ - მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ განხორციელებული პროექტი (საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა).

სკოლის მოსწავლეები, ყველა ღონისძიებასა და აქტივობაში ხალისით იყვნენ ჩართულები და მაქსიმალურად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება