| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ ონიანი (IX კლასელი), ბაჩო ჩეჩელაშვილი (VIII კლასელი) და ცოტნე კვერნაძე (VIII კლასელი) „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს და მე-2 ტურში გადავიდნენ.
22 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წყალტუბოელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 67 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 24 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
ცნობილია საკითხების ჩამონათვალი
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
„გავიხსენეთ იაკობის მოღვაწეობა, ვუყურეთ დოკუმენტურ ფილმს“
კვირეული მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის სწავლისა და წიგნის შეყვარებას და დიდი იაკობის ეროვნული ღვაწლის წარმოჩენას