სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამ ბიჭუნამ დღეს მაესტრო ნუცა ააცრემლა და პირველი ათიანიც დააწერინა“- ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლის შავარშ გარიბიანის დებიუტი დიდ სცენაზე
23-06-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლის, შავარშ გარიბიანის დიდ სცენაზე და კონკურს-ფესტივალზე „სხვა საქართველო სად არის“ დებიუტი  შედგა!

შარვაში მე-7 კლასშია. მას მუსიკის პედაგოგი არ ჰყავს, ნიჭიერ მოსწავლეს დედა სახლში ამეცადინებს. ის არაჩვეულებრივად მღერის სომხურ სიმღერებს, ახლა კი ქართული სიმღერის ტექსტებს სწავლობს.

პედაგოგი ლალი მარგიანი მოსწავლის წარმატებაზე გვიამბობს:

„ამ ბიჭუნამ დღეს მაესტრო ნუცა ააცრემლა და პირველი ათიანიც დააწერინა. მართალია, შავარშმა არ იცის ვინაა ნუცა ჯანელიძე, ირმა სოხაძე, მაგრამ დღეის შემდეგ ეცოდინება, რომ დიდი ადამიანები ნიჭს აღიარებენ!

შავარშ გარიბიანის დებიუტი დიდ სცენაზე და არაჩვეულებრივ კონკურს-ფესტივალზე „სხვა საქართველო სად არის“, შედგა!

დღეს ქართული სიმღერის დღესასწაულს მარნეულის კულტურის სახლი მასპინძლობდა.

მე მიყვარს მარნეული!

მადლობა მაია ჯამალაშვილს, რომ ჩემს წერილს გამოეხმაურა!

მადლობა ირმა დავაძეს, რომ შემაგულიანა და მირჩია შავარშის ჩართვა კონკურსში!

მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს რიმა გარიბიანს გვერდში დგომისთვის და მადლობა შავარშის ოჯახს მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნავს ლალი მარგიანი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება