სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოჩნდნენ აბიტურიენტები, რომლებისთვისაც მასწავლებლის პროფესია მისაბაძი და მისაღებია“ - კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მახარაძე
23-06-2021
-
+


როგორ აჯამებს 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მახარაძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?

- 2020-2021 სასწავლო წელს ისეთი გამოწვევების წინაშე დადგა ჩვენი სკოლა, როგორც მთლიანად მთელი საგანმანათლებლო სისტემა.ამ გამოწვევებს ჩვენი სკოლა ღირსეულად შეხვდა, თუმცა იყო ხარვეზები ინტერნეტთან დაკავᲨირებით. ზოგიერთი მოსწავლე Შეფერხებით ახერხებდა ონლაინ სწავლებას. Ძირითადი გამოწვევა იყო პირველკლასელთა სწავლება, რომლებმაც სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და შეისწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები.

-  რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- ონლაინ სწავლებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობელთა ჩართულობას, რომ არა მათი აქტიური ურთიერთობა სკოლასთან რთული იქნებოდა მაღალ შედეგებზე გასვლა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ამ ბოლო წლებში აბიტურიენტების აზრი გარკვეულწილად Შეიცვალა მომავალი პროფესიების არᲩევასთან დაკავშირებით. გამოჩნდნენ ისეთი აბიტურიენტები, რომლებისთვისაც მასწავლებლის პროფესია მისაბაძი და მისაღებია.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხს, ჩემი აზრით, ერთი კვირისა და ერთი თვის გამო ერთი წლით დაბრკოლება არ უნდა უწევდეს პირველ კლასში ჩასარიცხად მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება