სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების დამატებითი ანაზღაურებისთვის 129,546.9 ათასი ლარი დაირიცხა, სკოლებმა უკან 14.4 ათასი ლარი დააბრუნეს
28-06-2021
-
+

დამატებითი დაფინანსების ფარგლებში 5 თვეში განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს 129,546.9 ათასი ლარი გადაურიცხა. დამატებითი ანაზღაურება კი ჯამში 42 ათასზე მეტ პედაგოგს ჩაერიცხა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერით, გასული წლის ბოლოს დამტკიცდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისთვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება განისაზღვრა.

ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლებს დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა 2021 წლის იანვრიდან შეეძლოთ. etaloni.ge დაინტერესდა რამდენი ლარი გამოყო სკოლებისთვის სამინისტრომ. როგორც უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვიგებთ:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების შესაბამისად, 2021 წლის იანვრიდან - 31 მაისის ჩათვლით საჯარო სკოლები სტატუსის მქონე 42,569 მასწავლებლის კუთვნილი სტატუსის დანამატების ხარჯების დაფინანსების მიზნით 129,546.9 ათასი ლარი გამოყო. ამასთან, დამატებითი დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხის ნაწილი სკოლებმა ვერ აითვისეს. სკოლებმა ბიუჯეტში 14.4 ათასი ლარი დააბრუნეს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება