| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
მესტიის მუნიციპალიტეტის, წვირმის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
ფარის ინოვაციური ცენტრის მიერ ორგანიზებულ „მე ციფრულ სამყაროში“ კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიარეს 6-კვირიანი სასწავლო კურსი WEB 2.0 ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ კი, გამოცხადდა კონკურსი - „საუკეთესო ვებ-გვერდის ავტორი“.
წვირმის საჯარო სკოლის ციფრულმა კლუბმა Kybber mirror დაამზადა სვანი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის ვებ-გვერდი, მისივე ნახატების ფოტომასალით გაფორმებული კალენდარი და წარადგინა კონკურსზე, რომელსაც კომპეტენტური ჟიურის წევრები წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით აფასებდნენ.
კონკურსში მონაწილეობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ექვსი და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლა. კონკურსი ითვალისწინებდა რამდენიმე ადგილს, მათ შორის ერთ საპრიზოს, რომელიც სოციალურმა საწარმო „მზეკომ“ დააწესა.
კონკურსში წვირმის საჯარო სკოლამ მოიპოვა პირველი ადგილი და სოციალური საწარმოს რჩეულიც გახდა. მათ გადაეცათ ფულადი ჯილდო კლუბის საქმიანობის განვითარებისთვის. მოგებული თანხით კი კლუბმა ფრიდონ ნიჟარაძის ხსოვნის პატივსაგებად დაბეჭდა კალენდარი, რომელიც გაყიდვაშია, ხოლო შემოსული თანხით კლუბი გეგმავს უფრო საინტერესო ციფრული და კულტურული პროექტების განხორციელებას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას