სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის დირექციის წევრებმა და მასწავლებლებმა ოტია იოსელიანის ხსოვნას პატივი მიაგეს
17-06-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოტია იოსელიანს დაბადებიდან 91 წელი მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. დირექციამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად მწერლის ხსოვნას პატივი მიაგო.

„16 ივნისს ქართული მწერლობის ბერმუხას ოტია  იოსელიანს დაბადებიდან 91 წელი შეუსრულდებოდა... წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგები ეახლენ მწერლის საფლავს და პატივი მიაგეს დიდ შემოქმედს.

ბედნიერია ქართველობა, რადგან ჰყავს „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“, შემოქმედები, რომელთაც სახელდებითაც ცნობს ერი. ბედნიერია, იმადაც, რომ მის ტკივილს მუდამ ჰყავს მოზარე, „მაჯაშისა შემტყვებარი“, ღამისმთეველი, ავ-კარგის განმსჯელი, ჭრილობათა მორუდუნე და მათ გამთელებათა მომლოდინე... სწორედ ასეთად დარჩება მუდამ ყველა დროის უნიკალური შემოქმედი, ოტია იოსელიანი, რომელმაც სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველი საზოგადოების ყურადღება. პორველი ნაბიჯები საბავშვო მწერლობაში შემოდგა მშვენიერი საყმაწვილო მოთხრობებითა და ზრაპრებით, შემდეგ კი ნოველებითა და რომანებით გაითქვა სახელი. საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა ისეთ რთულ ჟანრში, როგორიც გახლავთ დრამატურგია. მისი პიესები არაერთი ქვეყნის სცენაზე დაიდგა.

დიდი სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სულხან-საბა ორბელიანის შემდეგ ოტია იოსელიანი იყო პირველი, ვინც იგავ-არაკთა სრულყოფილი კრებული შემოგვთავაზა და თავისი მართალი სიტყვა იგავურად გვითხრა, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, „ვერავის ნოველით, მოთხრობით, რომანით, პიესით, ზღაპრებითა და პუბლიცისტიკით ვერაფერი გააგებინა, თავისი არ დაიშალა“ და ჩამოარაკება დაიწყო. იმედი არ ჰქონდა, რომ მის ნათქვამს მავანნი სწორად გაიგებდნენ, მაგრამ ცდა არ დაუკლია, რადგან სწამდა, „როცა ქარიშხალი კაციშვილს წალეკვით ან ცოცხლად დამარხვით ემუქრება, უდაბნოშიც ყვირიან და მხსნელს უიმედოდ უხმობენ“.

ასე სიმართლის ძიებასა და ქვეყნის მომავალზე ფიქრში გაატარა თავისი შეგნებული ცხოვრება, მუდამ ცდილობდა ხალხის ცნობიერების გამოფხიზლებას, ეს არცაა გასაკვირი, რადგან მწერლის შემოქმედებითი პათოსის ობიექტი მუდამ იყო ადამიანი, მისი სულიერი ცხოვრება, მისი ბედი და უბედობა. შემოქმედის მიერ რეალისტურად წარმოჩენილი პრობლემური საკითხები ყველა თაობის ადამიანს ანიჭებს ესთეტიკურ ტკბობას და თუ „ქართული ესთეტიკა მრავალფეროვნების მთლიანობაა“, ოტია იოსელიანის  შემოქმედება ამ „მთლიანობის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მისი პერსონოლოგიის წარმომსახველია და გვიდასტურებს, რომ დიდი მწერალი სწორედ მხატვრული სიტყვის მადლით იყო სულანთებული. მისთვის ოდითგანვე სიტყვა იყო ის ძალა და ხატი, რომლისგანაც იწყებოდა ადმიანი და ადამიანური. აქედან გამომდინარე, შემოქმედი ყველა დროისა და ყველა თაობის დამრიგებელი და დამხმარეა. ის ღიმილიანი ტკივილი, რაც მისი ნაწარმოებების წაკითხვისას გვეუფლება, არა მარტო პერსონაჟთა ფარი და მახვილი, მკითხველთა ფარი და მახვილიცაა, ნაწარმოებებიდან მიღებული დიდი ადამიანური ცოდნა კი ცხოვრებისეული საინტერესო გაკვეთილია“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება