სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხარაგაულის ბიბლიოთეკაში წლის წარმატებულ გოგონებთან შეხვედრა გაიმართა - მათგან უმეტესობა „ეტალონელია“
29-12-2017
-
+


ხარაგაულის მერის თანაშემწის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ინგა ბერაძის ორგანიზებით, ხარაგულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წლის წარმატებულ გოგონებთან შეხვედრა გაიმართა.

10 ყველაზე წარმატებული გოგონა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დამამთავრებელი კლასებიდან შეირჩა. 

აღსანიშნავია, რომ ამ გოგონების უმეტესობა „ეტალონის“ გამარჯვებული, პრიზიორი ან წარმატებული მონაწილეა. ისინი თავიანთ მიღწევებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ „ეტალონი“ მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი წარმატებაა...

ლიზი ბარბაქაძე ხარაგაულის N 2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. ის 2017-2018 სასწავლო წლის ხარაგაულის „ეტალონის“ გამარჯვებულია. ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედურ კონკურსში, რომელიც 16 დეკემბერს განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა, ლიზი საუკეთესო ათეულში მოხვდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნინო მაღრაძე  - ვახანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. იგიარასამთავრო ბოორგანიზაცია „სიდას“ მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის – „მე – ახალგაზრდა საჯარომ ოხელე“ გამარჯვებულია. გამარჯვებული ნაშრომები შეარჩია „სიდას“, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მთავრობის ადმინისტრაციის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ. 2017 წლის ,,ეტალონში“ ნინომ მეორე ადგილი დაიკავა.

დეა ბერაძე ბორის სკოლა-პანსიონის XI კლასის მოსწავლეა, ესტონეთში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

თიკო ჩხეიძე  წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა გიმნაზიის X კლასის მოსწავლეა. თიკოც ახლახან დაბრუნდა ესტონეთიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

თამარ ჭიპაშვილი
- დაბის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეა.

ნონა მაჭავარიანი - დაბის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეა. ნონა ,,ეტალონის“ 2015 და 2016 წლების მეორე ადგილის მფლობელია.

კესო შარიქაძე
- დაბის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, წინა მოწვევის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ა/ო „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენელი ხარაგაულში. 

სოფიო ჭანკოტაძე
საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეა, კუნ-ფუ სანდაში გამართული არაერთი შეჯიბრის (იმერეთის პირველობა, საქართველოს თასი, ევრაზიის თასი, საქართველოს საერთაშორისო ღია პირველობა, მსოფლიოს თასი) პირველი ადგილის მფლობელი.

ნინო მაღრაძე მარელისის საჯარო  სკოლის  X კლასის მოსწავლეა, ის 2016-2017 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლეა“. 

მარიამ ბურჯანაძე
ლეღვნის საჯარო სკოლის მოსწავლე. ის რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული რესპუბლიკური კონფერენცია-კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინგა ბერაძე ახალგაზრდებს ნაადრევი ქორწინების რისკ ფაქტორებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2008 წლიდან 2017 წალმდე, ხარაგაულის საჯარო სკოლებში ნაადრევი ქორწინების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის სკოლებში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ბორითის და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.

შეხვედრა, რომელსაც 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება