| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადების 92-ე წლისთავს მიეძღვნა კლასის საათი ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVგ კლასში (კლასს ხელმძღვანელი ნ. ლობჯანიძე).
მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარადგინეს.
ბარბარე ლომიძემ თანაკლასელებს მწერლის ბიოგრაფია გააცნო, ნიკოლოზ იობიძემ და ნატალია ბანძელაძემ- ფრთიანი გამონათქვამები, დემეტრე ჩაგელიშვილმა ოტიას ეზო-ყურე ნახატით წარმოადგინა, ანდრია ბენიძემ, მედეა შამანაძემ და ბარბარე ლომიძემ წაიკითხეს მწერლის ლექსები.
კლასის საათი შეაფასა პედაგოგმა ლელა ჩირგაძემ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პროგრამების არჩევის წესებსა და სხვა რეკომენდაციებს აბიტურიენტებს დღეს გააცნობენ - შეხვედრის დრო და დეტალები
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...