სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
15-06-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასასრული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

11 ივნისს, ლამაზკაბიანმა და გამოპრანჭულმა პირველკლასელებმა გოგო-ბიჭებმა სასწავლო წელი „ანბანის ზეიმით“ დაასრულეს. ბავშვებმა თავიანთი ცოდნა და უნარები სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობებით წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები და ა.შ. ღონისძიება ძალიან მხიარული და ლამაზი გამოვიდა. 

„მიუხედავად შეზღუდვებისა და სხვადასხვა რეგულაციებისა, მიუხედავად იმისა, რომ ზეიმს ვერ ეყოლება მაყურებლები, არ შემიძლია ბავშვების ასეთი დღე არ გავულამაზოთ, მადლობა სკოლას და თითოეულ მშობელს მხარდაჭერისათვის. მადლობა ბავშვებს მონდომებისთვის“,- ამბობს კლასის ხელმძღვანელი, მზევინარ ტუნაძე. 

ღონისძიების ბოლოს, ყველა პირველკლასელი სერტიფიკატით დაჯილდოვდა. 

„სკოლის სახელით ვულოცავ პატარებს მეორე კლასში გადასვლას და ულევ წარმატებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება