სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამაგალითო პედაგოგი, ინტელექტისა და ჰუმანურობის მაგალითი“- დისველის საჯარო სკოლ​აში უდროოდ გარდაცვლილ კოლეგას იხსენებენ
14-06-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი იგონებს ლელა ტყემალაძეს. 

გულისამაჩუყებლად სევდიანია გარდაცვლილი პედაგოგის დაბადების დღე, მით უფრო, თუ ეს პედაგოგი  ყველასთვის - მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა - იდეალი და მისაბაძი  ადამიანი იყო. სწორედ ასეთ პედაგოგს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის უდროოდ გარდაცვლილ კოლეგას იგონებს თავის სევდიან წერილში ნინო დოხტურიშვილი:

„დრო წყლის დინებას ისე უმოწყალოდ მიჰყვება, რომ ვერ ვახერხებთ, მედიდურად  შევავლოთ თვალი, ამაყად გავუწიოთ მეგზურობა, ზვიადად შევერკინოთ ბედისგან მონაგარ განსაცდელს.  ადამიანური თვალსაზრისით, ვცდილობთ შთავაგონოთ ჟამთასვლა ისე, რომ  ჰარმონიული ნაყოფიერი გარემო შევქმნათ. სწორედ ასეთი ატმოსფერო იყო შენი ცხოვრების თანამგზავრი, რომელიც მეხსიერებას მრწამსივით შემორჩება.

თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს და, ამის გამო, გაუსაძლის, გაუცნობიერებელ სიცარიელეს ვგრძნობ. ბავშვებიც  გაკვირვებულები უყურებენ შენს გადიდებულ ფოტოს და ვერ ხვდებიან, თუ რატომ   უმზერ ასე შორიდან.    მომხიბვლელი, სიკეთით აღსავსე თვალებით  გეძებენ ... გელიან.. ვერ გპოულობენ!

ლელა,  დაუფიქრებლად გეტყვი, რომ ჩემს ცნობიერებაში  ხსოვნის ღრმა ფესვები გადგი შენი გონიერებით, სითბოთი და მზრუნველობის უნარით....

ყველას ბოლო წუთამდე ყველას გვეგონა, რომ სასწაულის კეთილგონიერებით მონატრების კორიანტელს მოგვახვევდი თავზე...მაგრამ ბედისწერამ თავისი სიჯიუტე გამოავლინა და უდიერად ჩაებღაუჭა შენს უკვდავ სულს.. შეუცნობლი ქალბატონი იყავი - გასაოცარი შარმით, ძლევამოსილი, უდრეკი  დაუოკებელი  ხასიათით... სწორედ ეს გაძლევდა იმის ძალას,  რომ ცოცხალი და უდრტვინელი დაბრუნებოდი შენს  საყვარელ ადამიანებს.

მსურს, მართებულად გამოვხატო ის დამახასიათებლი შტრიხები, რომლებიც მთელი ცხოვრება ლანდივით გაგდევდა..
სამაგალითო პედაგოგი , ინეტელექტისა და ჰუმანურობის მაგალითი, იდეალური ხელმძღვანელი, საოცარი   მეგობარი, ახლობელი, ნათესავი....უამრავი ინიციატივის ავტორი და  წარმმართველი, საოცრად სტუმართმოყვარე, საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი. დამეთანხმება ერიც და ბერიც, რომ იყო ერთდროულად მისაბაძი მომხიბვლელი  ქალი და შეგეძლოს ვაჟკაცური მედიდურობის გამოვლენა, მხოლოდ  ერთეულების ხვედრია....   სწორედ შენნაირ  გამორჩეულს მსურს  განსაკუთრებული ჟესტით   მოგილოცო დაბადების დღე, დღე რომელიც შენს გარეშე ტკივილი და წუხილია, შენთან ერთად კი დღესასწაული იყო...
 სანამ ცოცხალი ვარ და იქნებიან ჩემი გენის გამგრძელებლები, რომელთა აღზრდაში, განვითარებასა და წინსვლაში  დიდი წვლილი გაქვს შეტანილი მანამდე  იქნება  შენი დაბადების დღე  ჩემთვის  გამორჩეულად აღსანიშნავი...   
 დღე,  რომელმაც გაქცია  ადამიანად ,  შრომისმოყვარე პიროვნებად,   უდავო ძალისხმევის შედეგად ღირსეულ წამყვან პედაგოგად. დარწმუნებული ვარ, არც ამას დაყაბულდებოდი და უფრო და უფრო დიდ მწვერვალებს დაიპყრობდი, შენი ნიჭისა და შესაძლებლობების  გათვალისწინებით.

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლას  შენი სახით დააკლდა ღირსეული ადამიანი, ბიოლოგიის წარმატებული   პედაგოგი  და გამორჩეული  კოლეგა.. ჩვენ დაგვაკლდა საარსებო გარემო , სადაც მხოლოდ შენზე მოგონებებიღა გვინათებს გულს , გვინელებს დარდსა და ნაღველს, გვიმსუბუქებს ცხოვრების სავალ გზას!
გილოცავ დაბადების დღეს დიდი სიყვარულითა და მონატრებით!“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება