სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უშგულის საჯარო სკოლა მასშტაბურ პროექტში მონაწილეობს
14-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

მესტიის მუნიციპალიტეტის, უშგულის საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.  


„საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერა" - პროგრამის ფარგლებში, ქეა-ავსტრიის დაფინანსებით, ზემო სვანეთის 11 სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება უშგულის საჯარო სკოლაშიც.

საერთოდ, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს (JAG), პროგრამა -„იყავი მეწარმე“- მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ახალგაზრდული საწარმოების მეშვეობით, რელევანტური უნარების ინოვაციური მიწოდებით და ახალი დისკურსების გზით.

პროექტი მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის,რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მომზადებას ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად.

7 ივნისს, სკოლას ეწვია „ზემო სვანეთის განვითარების ცენტრის„ დამფუძნებელი და პროექტის განმახორციელებელი სალომე ფურცხვანიძე. ის დაესწრო პროგრამის ერთ-ერთი მოდულის განხორციელებას და მოხიბლული დარჩა უშგულელი მოზარდების თავისუფალი და ლაღი აზროვნების უნარის გამოვლენით.

უშგულის საჯარო სკოლაში სამეწარმეო უნარ-ჩვევების პროექტს ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს  -  „იყავი მეწარმე“ - ხელმძღვანელობს მაია ხაჭვანი, რომელმაც, პროექტის ფარგლებში, გაიარა გადამზადება სამეწარმეო სწავლებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება