სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეცხრე კლასამდე ნიშანი აღარ დაიწერება საკლასო და საშინაო დავალებაში - რა იცვლება ეროვნულ გეგმაში?
20-06-2021
-
+


ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა და შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღწეული არ არის, თუმცა რადიკალური ცვლილება შეეხება მოსწავლეთა შეფასების კომპონენტს - ახალ ესგ-ში, რომელიც გათვალისწინებულია მე-8 კლასის ჩათვლით. გაწერილია განსახილველი ცვლილებები (განმსაზღვრელი შეფასება), რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე დეტალს:

გაუქმდეს ნიშნის კომპონენტები (საშინაო, საკლასო, შემაჯამებელი) და იწერებოდეს ერთიანი ნიშანი;

ნიშანი იწერებოდეს ყოველი თემის ბოლოს;

წლის ბოლოს მოსწავლეს ეძლეოდეს ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა;

ნიშნის დასაწერად ყოველი წლის ბოლოს გამოყენებულ იქნეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში დამტკიცებული სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული ინდიკატორები,

კრიტერიუმები იწერებოდეს მხოლოდ დადებით შეფასებასთან მიმართებით.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა, ნიკოლოზ სილაგაძემ ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდება, მასწავლებლებს საქმე გაუმარტივდეთ:

„სამი ნიშნის წერა და მერე საშუალო არითმეტიკულის გამოტანა არ არის კომფორტული; უმჯობესია, იყოს ერთი ნიშანი და ის აფასებდეს მოსწავლის მიღწევებს სრულად. აქედან გამომდინარე, უქმდება სამკომპონენტიანობა.

ზოგადად, დიდი ზეწოლაა მასწავლებლებზე ადმინისტრაციის, მშობლების და ხანდახან, სამინისტროს მხრიდანაც, რომ ხშირად წერონ ნიშნები, რაც რთულია. ცვლილებების მიხედვით კი, მასწავლებელი ორ-სამ თვეში ერთხელ წერს შეფასებას, ჯამურად,  წლის ბოლოს კი მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, გამოასწოროს შედეგები. ანუ ნიშანი გამოიყენება ბავშვის წინსვლისთვის.

არ შეშვენის განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ... - ნიშნის წერისას, თვალის ზომა და განწყობა დიდ როლს ასრულებს, ამიერიდან კი მასწავლებლებს აღარ მოუწევთ შეფასების რუბრიკის შექმნა; სიმართლე რომ ვთქვათ - განმსაზღვრელი შეფასების სრულად გაუქმებაც განიხილებოდა, მაგრამ ჩვენს სისტემაში ნიშანს აქვს თავისი წონა, ავტორიტეტი და ამიტომ გაუქმებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება