| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ასლან შაინიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, წაბლანის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
წაბლანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ჯანგულ შაინიძემ და მე-10 კლასის მოსწავლემ ირმა შაინიძემ მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში, თემით - „აჭარის ღირსეული შვილის ტარიელ ფუტკარაძის ერთი გამორჩეული ეტაპის შესახებ“, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის 61 წლისთავს.
მიმდინარე წლის, 5 ივნისს განათლების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით, აკაკი წერეთლის სახელობის, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის პერიოდიკის დარბაზში, გაიმართა მოსწავლეთა ყოველწლიური I სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ შუახევის, ქობულეთის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხულოს მუნიციპალიტეტის 2 საჯარო სკოლა, ასლან შაინიძის სახელობის, წაბლანის და დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის, კვატიის საჯარო სკოლები, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობის, ბათუმის N1 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. მოწვეულ სტუმრებს შორის კი იყვნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გუდავა, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები.
მოხსნება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება