სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
09-06-2021
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

პროექტის - „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ - ფარგლებში, მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ხოჯორნის საჯარო სკოლის ციფრული კლუბი.

კონკურსის მიდინარეობისას, ხოჯორნის საჯარო სკოლა აქტიურად იყო ჩართული სასწავლო პროცესში, შეისწავლეს WEB 2.0 ინსტრუმენტები, რომელიც წარმატებით დანერგეს სასწავლო პროცესში; ინოვაციური ცენტრის სასწავლო კურსით მიღებულ ცოდნას ისინი აქტიურად ნერგავენ და უზიარებენ თანატოლებსა და პედაგოგებს; ასევე მოაწყვეს რამდენიმე შემეცნებითი კონკურსი ტექნოლოგიების გამოყენებით. შექმნეს ვებ-გვერდი ელენე ახვლედიანის შემოქმედების შესახებ და კონკურსში „საუკეთესო ვებგვერდი“ მესამე ადგილი მოიპოვეს.

სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ხოჯორნის საჯარო სკოლის ციფრულმა კლუბმა „ხოჯორნელი ვარსკვლავები“ - საინტერესო პროექტები წარმოადგინეს. Adobe Flash პროგრამის გამოყენებით შექმნეს ანიმაციები, მაკეტი საქართველოს რუკა, რომელზეც მონიშნული იყო ხოჯორნი-ფარი და ამ მანძილის გასავლელად შექმნეს „ხოჯორნომობილი“.

კონფერენციას ხოჯორნის სკოლა ონლაინ ჩაერთო, ხოლო ადგილზე იმყოფებოდა პროექტის წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეებს გადასცა კურსის გავლისა და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

გუნდის ხელმძღვანელი გახლდათ კონსულტანტ-მასწავლებელი ლალი მარგიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება