| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ და ღონისძიებებში მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებიან. სკოლაში შექმნილია გარემო, სადაც დირექტორი და მასწავლებლები, მოსწავლეებს დასამახსოვრებელი დღეებით ხშირად ანებივრებენ.
სკოლაში ამჯერად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის, სკოლის ეკო-კლუბ „ნიამორის“ მეურვის, პროფესორ ნატალია მანდარიას ინიციატივითა და სკოლის ეკო-კლუბის ლიდერის, XI-ა კლასის მოსწავლის, ანი ხურცილავას ორგანიზებით, სკოლის ეკო-კლუბის წევრებსა და სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის პედაგოგებს, ონლაინ ლექცია-სემინარი ჩაუტარა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.
ლექციის შემდეგ, საინტერესო დისკუსია გაიმართა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მომავალი შეხვედრები დაიგეგმა.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ქალბატონ ქეთევანს საინტერესო საუბრისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება