სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„27 წელია მასწავლებელი ვარ და მსგავსი მამოტივირებელი, შემეცნებითი პროექტი არ შემხვედრია“ - ხულოში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
25-12-2017
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხულოს ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
 

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე:

„ჩვენს სკოლაში შესარჩევმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყველაფერი წესების დაცვით და რაც მთავარია, გამჭვირვალედ ჩატარდა. მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს, კმაყოფილები ვართ. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტია. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ამ ინტელექტ-შეჯიბრით.“

„ეტალონის“ პედაგოგი დარიკო მელაძე:

„თავდაპირველად სანამ მოსწავლეები ტესტებზე მუშაობას დაიწყებდნენ, გავაცანით ინსტრუქცია და მოვამზადეთ საკლასო ოთახები. მოსწავლეებს დრო საკმარისად ჰქონდათ. „ეტალონი“ ნიჭიერების, ცოდნის, ინტელექტის, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს. მსგავსი ტიპის პროექტებს შორის „ეტალონი“ უპირველესი და უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ ამ ინტელექტ-შეჯიბრის საშუალებით ავლენენ მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს.“

დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი გელაძე:

„ჩვენს სკოლაში შარშანაც ჩატარდა შესარჩევი ტური. წელს უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთო ამ პროექტში. შესარჩევი ტურისთვის მოსწავლეები წინასწარ ემზადებოდნენ. ამ ტურის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამიზიარეს. მათ თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ.“

 „ეტალონის“ პედაგოგი ნანი შამანაძე:

„მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შესარჩევ ტურში. ყველაფერი წესებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე ავუხსენი მათ, თუ რატომ იყო ამ შეჯიბრში მონაწილეობა კარგი. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მათთვის დიდი მოტივაცია იყო. ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მე 27 წელია მასწავლებელი ვარ და „ეტალონის“ მსგავსი მამოტივირებელი, შემეცნებითი პროექტი არ შემხვედრია. „ეტალონი“ ნიჭის აღმოჩენის საშუალებაა.  ეს არის ყველაზე კარგი ინტელექტ-შეჯიბრი. მადლობა თქვენ ამისთვის.“

დიდაჭარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გუგული ხიმშიაშვილი:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ბავშვების ცოდნის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა მოსწავლეებს სტიმულსა და მოტივაციას ჰმატებს. ჩვენი სკოლის ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ შესარჩევ ტურში. შედეგებითაც მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ.“

მეკეიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თემურ მიქელაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა მონაწილეობდა ინტელექტ-შეჯობრში. მათგან უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ აირჩია. 50%-იანი ზღვარი მონაწილეთა ნახევარზე მეტმა გადალახა. კმაყოფილები ვართ შედეგებით და ველოდებით შემდეგ ტურს. “

მეკეიძეების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ომარ ვანაძე:

„ეტალონის“ შესარჩევ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა შარშანდელი წლის მსგავსად, წელსაც ძალიან მაღალი იყო. გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და წესების სრული დაცვით ჩავატარეთ პირველი ეტაპი. ყველა მოსწავლე კმაყოფილი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში ყოველთვის ვატარებთ შიდა სასკოლო შეჯიბრებს. უკვე 10 წელზე მეტია ამ საქმეს პირადად ვუდგავარ სათავეში. წელს მოსწავლეებმა თავად შეადგინეს კითხვები. ძალიან საინტერესო იყო. ასვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ „ეტალონთან“ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. შარშან რაიონის მასშტაბით ჩემმაა მოსწავლეებმა მე-4 და მე-5 ადგილები დაიკავეს. დიდი სურვილი გვაქვს, ახალ სასწავლო წელს „ეტალონის“ წარმომადგენლები რომ გვეწვიონ. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ პირადად ბატონი გოჩა გვესტუმრება.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება