| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ანა-მარია მახარაძის მოთხრობა „ნუშების თოვლი“ პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
2021 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გამოაცხადა კონკურსი „ნუშების თოვლი“. კონკურსი ითვალისწინებდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენას ან უცხო ენიდან თარგმანს.
პედაგოგთა კავშირის მიერ შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ანა-მარია მახარაძის საუკეთესო მოთხრობა „ნუშების თოვლი“.
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის ანა-მარია მახარაძე სიგელით დაჯილდოვა.
მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ნაცვლიშვილია.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად