| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველი პირებისა და სპეცმასწავლებლების საგამოცდო განრიგი ცნობილია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ინდივიდუალური საგამოცდო განრიგი აპლიკანტებისთვის 20 ივნისისთვის იქნება ცნობილი, ხოლო საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 21 ივნისიდან შეეძლებათ.
ბარათების ამოსაბეჭდად გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტები უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, სადაც დეტალურად ნახავენ ინფორმაციას გამოცდის ჩატარების შესახებ.
ბარათზე მოცემული იქნება ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ. ამასთან, აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტიც, რომ ამობეჭდილ ფურცელზე დატანილი ყველა ინფორმაცია გარკვევით ყოველგვარი ხარვეზის გარეშე უნდა ჩანდეს.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა - ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
იხილეთ ასევე:
მასწავლებელთა გამოცდაზე თითოეული საგნის მინიმალური ქულები ცნობილია - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მასწავლებელთა გამოცდების შეფასების კრიტერიუმები გამოქვეყნდა - როგორ ფასდება პედაგოგის ნაშრომი?
ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, მასწავლებელთა კი 14 ივლისს დაიწყება - საგამოცდო განრიგი ცნობილია
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება