სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე თითოეული საგნის მინიმალური ქულები ცნობილია - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
18-03-2021
-
+


2021 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა დადგინდა. ბრძანებას ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს.

2021 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა უნდა იყოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი. რაც ნიშნავს, რომ თითოეული საგნისთვის მინიმალური ქულა განსხვავებულია.

კერძოდ:

ა.ა) ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

ა.ბ) მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი; ა.გ) გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

ა.დ) ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი; ა.ე) ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

ა.ვ) ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

ა.ზ) ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

ა.თ) სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

ა.ი) უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;

ა.კ) ქართულში, როგორც მეორე ენაში (I-XII) 52 ქულა და მეტი;

ა.ლ) სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;

ა.მ) მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;

ა.ნ) სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

ა.ო) ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;

ა.პ) ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

ა.ჟ) ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

ა.რ) მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

ა.ს) ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი.

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად,

კერძოდ:

ბ.ა) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი;

ბ.ბ) ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;

ბ.გ) უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი.

კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

ბ.დ) ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

ბ.ე) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა გამოცდის მინიმალური ზღვარი ჯერ არ დამტკიცებულა - მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო ცნობილია


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება