სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქედაში „ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია
26-12-2017
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები. 


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ქედის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.      

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი:

„მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს საკმარისი მოტივაცია აქვთ იმისთვის, რომ შემდეგ ტურში გადავიდნენ. უმრავლესობამ აირჩია კატეგორია „თამამი“. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციას ზრდის. ეს კი ძალიან მნიშვნელონია. ისინი გაცილებით მეტად არიან სწავლა-განათლების პროცესში ჩართულები.“

მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ბეჟანიძე:

„მოსწავლეები დაინტერესებულები არიან „ეტალონით“. საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. საინტერესო კითხვები იყო დასმული. ინტელექ-შეჯირი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სწავლის სტიმულს აძლევს. „ეტალონი“ მოსწავლეებს თავიანთი უნარების, შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საშუალებას აძლევს.“

„ეტალონის“ პედაგოგი თინათინ აბაშიძე:

„საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. 11-იდან 11 მოსწავლე ჩაერთო ინტელექტ-შეჯიბრში. ძალიან კარგია ასეთი პროექტები მოსწავლეებისთვის. შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა მომდევნო ტურისთვის დაიწყეს მზადება. წიგნები წაიღეს ბიბლიოთეკიდან და ძალიან მოტივირებულები არიან.“

პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ცეცხლაძე:

„შესარჩევ ტურში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. ყველაფერი ობიექტურად ჩატარდა. მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინეს. შესარჩევი ტურის შემდეგ, განვიხილეთ კითხვები.„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეები კითხულობენ კლასგარეშე ლიტერატურას. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციას ზრდის. „ეტალონი“ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

„ეტალონის“ პედაგოგი მზია ქადიძე:

„მოსწავლეებს ძალიან უხარიათ „ეტალონში“ მონაწილეობა. მათი მხრიდან დიდია დაინტერესება. ინტელექტ-შეჯიბრი უფრო მრავალფეროვანს ხდის სასკოლო ცხოვრებას. მოსწავლეების მხრიდან ყოველთვის არის მზაობა მიიღონ მონაწილეობა ამ შეჯიბრში. მათ მოტივაცია უმაღლდებათ და სწავლის პროცესი უფრო სახალისო ხდება. კარგი იქნებოდა დაბალი კლასის მოსწავლეებსაც, რომ ჰქონდეთ მონაწილეობის საშუალება.“

დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი მურმან კონცელიძე:

„შესარჩევ ტურზე საინტერესო კითხვები იყო. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს სკოლაში ინტელექტ-შეჯიბრი და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები.“

„ეტალონის“ პედაგოგი მანანა მგელაძე:

„ყველაფერი ინსტრუქციისა და წესების შესაბამისად ჩატარდა. მოსწავლეებმა მოიძიეს წიგნები და მოემაზდნენ შესარჩევი ტურისთვის. მათ შესარჩევი ტურის შემდეგ თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ყველა მონაწილემ კატეგორია „თამამი“ აირჩია. მათ სურდათ, თავიანთი ცოდნა გამოეცადათ. მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ამ ინტელექტ-შეჯიბრით.“       


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება