სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ჟურნალის წარმოების წესი შეიცვალა - კანონს ახალი პუნქტები დაემატა
04-06-2021
-
+


I-IV-V-XII კლასებისთვის ჟურნალების წარმოების წესში ცვლილებები შევიდა და ბრძანებას ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს. რაც შეეხება ცვლილებებს, უფრო კონკრეტულად კი I-IV კლასებისთვის“ გათვალისწინებულ „ჟურნალის წარმოების წესს“ დაემატა  მე-8  და მე-9 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს:

„2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ დაწერილი ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით“.

ხოლო რაც შეეხება V-XII კლასებს, „ჟურნალის წარმოების წესს“ დაემატა შემდეგი შინაარსის მე-8 - მე-10 პუნქტები:

„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების/აკადემიური მოსწრების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი ან შეცდომით შეტანილი დაკორექტირებული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით გათვალისწინებული „ჟურნალის წარმოების წესის“ მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი გაცდენებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე – ელექტრონულ ჟურნალს, დასწრებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებენ ჟურნალის მიხედვით“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება