სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგები სტატუსს დირექტორის შეფასებით იღებენ - ბერიკა შუკაკიძის ბრძანება მაძიებლებისთვის
04-06-2021
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადები მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრა. შევიდა ცვლილებებიც, კერძოდ მასწავლებლობის მაძიებლების შეფასებისა და წარდგინებისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია,  შეასრულოს ყველა პირობა:

1) დაწეროს მაძიებლის შეფასების ბრძანება და ატვირთოს კურსის შეფასების გასწვრივ(ბრძანების ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

2) გაგზავნოს წარდგინება ელექტრონული ფორმით, სადაც ტვირთავს მაძიებელი მასწავლებლის საბოლოო შეფასების ბრძანებას (სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან-eschool);

3) მოამზადოს წერილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე და წერილობითი ფორმით (eflow-ს სისტემის საშუალებით) აცნობოს ცენტრს (წერილის ფორმა გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

4) შეაფასოს მასწავლებლობის მაძიებლის პორტფოლიოში ატვირთული ყველა აქტივობა (ატივობების შეფასების ინსტრუქცია გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);

5) იმ მაძიებელი მასწავლებლების, რომლებსაც ჯერ არ აქვთ დადასტურებული საგნის კომპეტენცია, წარდგენა მოხდება საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, სექტემბრის თვეში. საგნის კომპეტენციის დადასტურებამდე, სკოლის დირექტორმა უნდა მოამზადოს ცენტრის დირექტორის სახელზე წერილი მაძიებელი მასწავლებლების საბოლოო შეფასებასთან დაკავშირებით და წერილობითი ფორმით(eflow-ს საშუალებით)აცნობოს ცენტრს.

ზემოთჩამოთვლილი აქტივობების ჩამონათვალი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაგზავნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებლობის მაძიებლების შეფასება და წარდგინება უნდა მოხდეს 14 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში. ვინც აკადემიური კურსი დაასრულა 4 ივნისამდე, კურსის შეფასება eschool-ის სისტემაში აისახება 14 ივნისამდე პერიოდში. სანამ, აღნიშნული შეფასება არ აისახება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვერ შეძლებს შეაფასოთ მასწავლებლობის მაძიებელს მთლიანი კურსი და გააკეთოს წარდგინება eschool-ის სისტემიდან. დაელოდეთ აკადემიური კურსის შეფასების ასახვას და ამის შემდგომ შეაფასებინეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ყველა ატვირთული დოკუმენტაცია.

ასევე მასწავლებლებს აქვთ საშუალება, შეფასებისა და წარდგინების პერიოდში (14 ივნისი-4 ივლისი)ატვირთონ დარჩენილი დოკუმენტები. მთავარია, სკოლამ შეძლოს 4 ივლისამდე პროფესიული საქაღალდის შეფასება და წინადადების წარდგინების გაკეთება!

გასათვალისწინებელია, რომ მაძიებელი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე ჯერ ფასდება სკოლის, შემდგომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში მაძიებელი მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე შეფასდება უარყოფითად.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება