სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის სასწავლო შემოქმედებითმა კლუბმა - „სკრიპტორიუმი“ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა
03-06-2021
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,მოსწავლეებს შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი შეხვედრა ჰქონდათ აჭარის განათლების, კულტურისა სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

„1 ივნისს ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლის სასწავლო შემოქმედებითი კლუბი „სკრიპტორიუმი“ საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა. „სკრიპტორიუმს“ სტუმრობდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები მაკა ჯაიანი და ნინო ნაკაშიძე.

სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის - „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ახორციელებდა სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას, კონკურსში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, წარმატებით გადავლახეთ ორივე ეტაპი და მოვიპოვეთ გამარჯვება, რამაც უფრო გააძლიერა ჩვენში მოტივაცია.

ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობა და მუშაობის ანგარიში წარვუდგინეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, კლუბის მონაწილეებმა წარმოადგინეს  სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული თემები.  შესაძლებლობა მოგვეცა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვეხადა ჩვენი სტუმრებისთვის, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა, შეხვედრით ყველა  კმაყოფილი დარჩა. დასარულს კი სამინისტროს წარმომადგენლებმა და  სკოლის დირექტორმა ქალბატონმა თეა დავითაძემ  დადებითად შეაფასეს ჩვენი მუშაობა და წინ კიდევ უამრავი წარმატება გვისურვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება