| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში მშობლიურ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენის შესწავლასაც დიდ ყურადღებას უთმობენ.
ამის ნათელი მაგალითია სკოლის პირველი კლასი, რომლის მოსწავლეები ცოდნის მიღებაში პირველ ნაბიჯებს წარჩინებით დგამენ. ისევე, როგორც სხვა საგნებს, მოსწავლეები ქართული ენის შესწავლასაც მონდომებით ეუფლებიან.
პატარები საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და განვლილი მასალა ღონისძიებით - „ანბანის გაცილება“ შეაჯამეს. აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი ნარინე ჩოქანდარიანი.
პირველ კლასელების გამოსვლამ აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. სასკოლო საზოგადოებამ პატარებს საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომდევნო ეტაპების წარმატებით გავლაც უსურვა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“ - ფინანსთა მინისტრი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი