სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“ - გამოცხადებული კონკურსის ვადები და კრიტერიუმები
01-06-2021
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს - „საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორი“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორს, რომელსაც აქვს დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იმ სკოლაში, რომელ სკოლაშიც არის მოქმედი დირექტორი კონკურსის გამოცხადების მომენტში.

კონკურსში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს:

ა) საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას (იხ. დანართი);

ბ) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს;

გ) განათლების სფეროში მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

„ბ“ - „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ დირექტორის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შემდეგ, ცენტრი წერილობით მიმართავს დირექტორს, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა, ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

კონკურსში მონაწილე დირექტორმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ვიდეო (არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობის), სახელწოდებით „ჩემი სკოლის ყველაზე დიდი მიღწევა“.

საკონკურსო ვიდეოები გადმოგზავნილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: sauketesodirektori@gmail.com

რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 30 მაისიდან - 30 აგვისტოს ჩათვლით;

კონკურსში გამარჯვებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

• საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა;

• თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;

• ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა;

• სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა;

• არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა;

• თვითგანვითარებაზე ზრუნვა;

• ინოვაციურობა.

კონკურსის ეტაპებია:

1. ტექნიკური გადარჩევა;

2. ვიდეოჩანაწერის შეფასება;

3. გასაუბრება;

4. დირექტორის საქმიანობის შეფასება ადგილზე

(კომისიის არანაკლებ 3 წევრი ადგილზე გაეცნობა დირექტორის საქმიანობას; შედგება ინტერვიუები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) წარმომადგენლებთან).

საჯარო სკოლის 2021 წლის საუკეთესო დირექტორის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია/კომისიები (შემდგომში - კომისია).

რეგისატრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

განაცხადის ფორმა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება