| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N133 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი, ყველაზე ჰუმანური პროექტი სახელწოდებით - „ჩვენი სიცოცხლისათვის“. პროექტის ფარგლებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა N133 საჯარო სკოლის 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებს, საგზაო მოძრაობის წესების გაცნობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალიან სახალისო ფორმატით და მეგობრული დამოკიდებულებით დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
პროექტი ეტაპობრივად მოიცავს პირველი და მეორე კლასის ყველა პარალელს.
„მადლობა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს: ნინო კერატიშვილს, მედეა ჯაშიაშვილს და ზაზა გოგიჩაშვილს პროფესიონალიზმის, არაჩვეულებრივი მასტერკლასისა და ჩვენი პატარებისადმი გამოჩენილი მზრუნველი და გულთბილი დამოკიდებულებისათვის“, - აღნიშნულია თბილისის N133 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად