სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მიქელეფონის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საინტერესო პროექტი განხორციელდა
28-05-2021
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით პროექტი განხორციელდა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მიქელეფონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივით განხორციელებული პროქტი ქართველი ერისთვის სამ უმნიშვნელოვანეს თარიღს აერთიანებდა: 9 აპრილის, რომელიც საქრთველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა გახდა, აფხაზეთის დღედ გამოცხადებული 23 მაისს და საქრათველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. 

პროექტი შინაარსობრივად მრავლის მომცველი და შემეცნებითი ხასიათის იყო. მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით, თანმიმდევრულად წარმოადგინეს ვრცელი ისტორიული მასალა. მე-19 საუკუნიდან დღემდე, თუ რა წინა პირობები უძღოდა წინ ამ პროცესს, როგორ აისახა თითოეული თარიღი მხატრულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, იყოს საზეიმო და ტკივილიანი ლექსები, სიმღერები, ისტორიული ვიდეოკადრები.

პროექტში მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან მგალობლიშვილი და ისტორიის პედაგოგი დიმიტრი კეკელიძე.

„მრავალისმომცველი, შემეცნებითი და შთამბეჭდავი“ - ასე შეაფასა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მადონა კოპალეიშვილმა პროექტი. მოსწავლეთა თვითმართველიბის ორგანიზატორებს ინიციატივა მოუწონა და პროექტის მონაწილეებს სიგელებით დააჯილდოვებას დაპირდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება