სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გოგნის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
28-05-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის კახაბერ ბრეგვაძის სახელობის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. აქტივობებში როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ასევე უფროსკლასელები მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი კლასის მოსწავლეები მხატვრული ღონისძიებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე. სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ლაშქრობა სკანდის ციხეზე, ასევე მსვლელობა სოფლში არსებულ დიდების მემორიალთან. „დიდი ქართველი მეფეები“ - ამ სახელწოდებით ჩატარდა ღია გაკვეთილი. მოსწავლეებმა ვირტუალურად იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა  მხარეში, დაამზადეს პლაკატი.

უფროსკლასელებმა ამ ისტორიული დღის ფაქტები და მოვლენების მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღის მოსაპოვებლად და განმტკიცებისათვის არაერთი თაობა იბრძოდა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება