სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
27-05-2021
-
+


27 და 28 მაისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება წელს ონლაინ რეჟიმში ტარდება და მასში 16 ქვეყნის 200-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და KIU-ს აკადემიური პროგრამების შესახებ  მიიღონ დეტალური ინფორმაცია. 

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე KIU-ს სივრცე უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა. ამავე დღეს, KIU-ს ინგლისურენოვანი სკოლების (მენეჯმენტი, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) ხელმძღვანელებმა, ნათია ზედგინიძემ და რამაზ ბოჭორიშვილმა საერთაშორისო პროგრამების შესახებ წარადგინეს დეტალური ინფორმაცია.

28 მაისს, 12 საათზე უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე და KIU-ს სტუდენტური სერვისების სამსახურის უფროსი, ვალერი გობრონიძე დაინტერესებულ პირებს გააცნობენ, თუ რას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს (KIU).

KIU-ს საგამოფენო სივრცის პროგრამები წარდგენილია გამოფენის ვირტუალურ სივრცეში KIU @ Expo Georgia Edu Fair. 

28 მაისს 12 სთ-ზე  KIU-ს შეხვედრის ბმული „IEFG 2021“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები. KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება