სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის დაიწყება ატესტატის გაცემა მე-12 კლასელებისთვის - რა ღირს და რა დოკუმენტების წარდგენა  დაგჭირდებათ
27-05-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასაღებად განაცხადის გაკეთება 20 ივნისიდან შეუძლიათ. 

ატესტატის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს: იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

დაინტერესებულმა პირმა პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა - თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა - თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად მოთხოვნას წარადგენს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;
  • დოკუმენტის დაჩქარებული წესით გაცემის  შემთხვევაში - დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი.
პირველადი  ზოგადი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა.

დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურია:

მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 35 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 50 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი;
განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 70ლარი.

მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურია: 

მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 20 ლარი;
მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 30 ლარი;
მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 50 ლარი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება