სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 სკოლას გაეროს ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ესტუმრა
26-05-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას გაეროს ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ესტუმრა. სკოლას ასევე სტუმრობდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი გიორგი ხეჩინაშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის თანამშრომელი ოთარ ქანთარია და მშვიდობის ელჩები. მათ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს.

„ისტორიული დღე იყო ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სტუმრად გვეწვია გაეროს ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი გიორგი ხეჩინაშვილი, საქართველოს გაეროს ასოციაციის თანამშრომელი ოთარ ქანთარია და მშვიდობის ელჩები, რომელთაც საინტერესო ტრენინგი ჩაუტარეს ჩვენი სკოლის 25 მოსწავლესა და პედაგოგებს, საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის საერთაშორისო ჯანდაცვის და კიბერბულინგის მიმართულებით.

„დიდი სიამოვნებაა თქვენს სკოლაში ვიზიტი დღეს. თქვენ გაქვთ ძლიერი კავშირი ბავშვთა უფლებებთან. გააგრძელეთ უდიდესი საქმე და გისურვებთ სიკეთეს“, - განაცხადა ბატონმა ხასანმა.

„აღფრთოვანებული ვარ თქვენი პოზიტიური ენერგიით, რაც ასე აშკარად ჩანს სკოლაში. ასე ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზით განაგრძეთ აქტიური და განათლებული მომავალი თაობის აღზრდა“, - გიორგი ხეჩინაშვილი.

„ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. პატივია ამხელა ისტორიის და ენერგიის მქონე სკოლასთან თანამშრომლობა - საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლობა“, - ოთარ ქანთარია.

ჩვენი სკოლის შესახებ მოკლე ისტორია სკოლის დირექტორმა გააცნო საპატიო სტუმრებს, რომელსაც ინგლისურად თარგმნიდა ჩვენი სკოლის ოქროს მედლის კანდიდატი, პროგრამა ფლექსის გამარჯვებული მარიამ მურვანიძე, ასევე ინგლისურად ესაუბრა სტუმრებს სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი მარიამ აფხაძე, რომელმაც ხაზგასმით ისაუბრა სამოქალაქო კლუბის წევრთა მიერ განხორციელებულ აქტივობების შესახებ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება