სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

46 კითხვა და პასუხი ელექტრონულ ჟურნალზე - დეტალები და ვიდეო ინსტრუქციები პედაგოგებისთვის
24-05-2021
-
+


სასწავლო წელი სრულდება და პედაგოგების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეებისთვის ნიშნების სწორად გამოყვანა და ყველა არსებული ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელიც მათი თქმით, საკმაოდ მრავლად არის.

კლასების გაქრობა, შემაჯამებელი წერის აღდგენის ვადები, ნიშნის ჩასწორება, საშუალო ქულის არასწორი დათვლა და ა.შ. პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც პედაგოგებს აწუხებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ნიშნის გამოყვანაა. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განმარტავენ:

„სასწავლო წლის დასრულებამდე ყველა სკოლას გადაეგზავნება 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული XII კლასის მოსწავლეთა შეფასებების ამსახველი ფაილი. სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა, როგორც მატერიალურ საკლასო ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, XII კლასის მოსწავლეთა, როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლისას, უპირატესობას ანიჭებს საკლასო, მატერიალურ ჟურნალს“.

ასევე, სისტემაში აცხადებენ, რომ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასრულებამდე ექნებათ დანარჩენი საფეხურის კლასებში დაწერილ ნიშნებზე წვდომაც, ის, რაც პედაგოგმა დაწერა, თუმცა ახლა არ ჩანს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს ასევე სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციებს ელექტრონული ჟურნალის გამოყენებასთან დაკავშირებით - 46 კითხვა და პასუხი ელექტრონულ ჟურნალზე.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ელექტრონული ჟურნალის გამოყენება ყველა სკოლისთვის სავალდებულო ხდება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება